2018 წელს უკანონო თევზჭერის 336 ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2018 წლის განმავლობაში, 336 უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს; მათ შორის, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს 145 ფაქტი შეიცავდა.
უკანონო თევზჭერის ყველაზე მეტი, 66 ფაქტი, გამოვლინდა აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე; კერძოდ, ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით 57 ფაქტი დაფიქსირდა, ხოლო დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 50 ფაქტი გამოავლინეს.
კახეთის მასშტაბით გამოვლინდა 42 ფაქტი, სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე – 39 ფაქტი, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით – 22; აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა გამოავლინეს 29 ფაქტი, შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა – 12 ფაქტი, ხოლო თბილისში – 19 ფაქტი დაფიქსირდა“,- აცხადებენ დეპარტამენტში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები