სირიაში თვითმკვლელი ტერორისტის აფეთქებამ 9 ადამიანი იმსხვერპლა
სირიაში თვითმკვლელმა ტერორისტმა, რომელიც ავტომობილით მოძრაობდა სირიის ბაზრობის ტერიტორიაზე, თურქი სამხედროების პოსტთან ახლოს, ასაფეთქებელი მოწყობილობა გაააქტიურა, რის შედეგადაც 9 ადამიანი დაიღუპა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას სირიის ადამიანის უფლებების დაცვის მონიტორინგის ცენტი (SOHR) ავრცელებს.
დაღუპულებს, შორის 4 სამხედრო და 5 სამოქალაქო პირია. ინციდენტის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა და მსხვერპლის რიცხვი, შესაძლოა, გაიზარდოს. მომხდარზე პასუხისმგებლობა არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას, ამ დრომდე, არ აუღია.