პოლონეთში, გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 24-ე კონფერენცია გაიმართა

პოლონეთის კატოვიცეში, გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა რიგით 24-ე კონფერენცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა მიიღო.
კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, ნინო თანდილაშვილმა ხაზი გაუსვა კლიმატის ცვლილების ექსპერტთა სამთავრობათაშორისო საბჭოს მიერ მომზადებული სპეციალური ანგარიშის მნიშვნელობას და პარიზის შეთანხმების გლობალური მიზნის შესასრულებლად საქართველოს მიერ დაგეგმილი ინიციატივების და ღონისძიებების შესახებ ისაუბრა.
მინისტრის მოადგილე „გარემოს დაცვის ინტეგრირებული ჯგუფის” ფარგლებში, შვეიცარიის, ლიხტენშტეინის, სამხრეთ კორეის, მექსიკის და მონაკოს გარემოს დაცვის მინისტრებს შეხვდა. შეხვედრაზე ქვეყნების მწვანე ეკონომიკის განვითარების საკითხები და აღნიშული მიმართულებით დაგეგმილი პოლიტიკა განიხილეს.
კონფერენციის ფარგლებში ნინო თანდილაშვილმა მონაწილეობა მიიღო ენერგეტიკული გაერთიანების, ენერგეტიკის და კლიმატის კომიტეტის შეხვედრაში, სადაც აღნიშნა, რომ ენერგეტიკის და კლიმატის სამოქმედო გეგმის შემუშავება საქართველოსთვის წარმოადგენს დამატებით შესაძლებლობას, გააძლიეროს დაბალემისიანი განვითარებისადმი სწრაფვა და ამ მიმართულებით ეკონომიკის განვითარება.
კონფერენციას სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები, ექსპერტები, კერძო და სამეცნიერო სექტორების მაღალი რანგის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები