სატრანსპორტო კომპანია: მეტროსადგურ „სადგურის მოედანი 3“-ის ​ჩასასვლელის ერთი მხარე დროებით დაიკეტება

თბილისის სატრანსპორტო კომპანია მეტროსადგურ „სადგურის მოედანი 3“-ის ჩასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. კომპანიის ცნობით, 2019 წლის 15 მარტამდე, აღნიშნულ სადგურში დაიკეტება ჩასასვლელის ერთი მხარე.
“თბილისის სატრანსპორტო კომპანია გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 15 დეკემბრიდან 2019 წლის 15 მარტამდე დაგეგმილია მეტროსადგურის „სადგურის მოედანი 3“-ის ჩასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე, ამ პერიოდში დაიკეტება „სადგურის მოედანი 3“-ის ჩასასვლელის ერთი მხარე. მგზავრებს საშუალება ექნებათ, ისარგებლონ როგორც მეორე, ასევე მეტროსადგურის ცენტრალური გამოსასვლელით.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის”, – ნათქვამია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები