ინაუგურაციის დღეს, თელავში მზიანი ამინდია ნავარაუდევი

16 დეკემბერს, საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის დღეს, თელავში მზიანი ამინდია ნავარაუდევი.
„კვირას, 16 დეკემბერს, აღმოსავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. თელავში, ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და 11 გრადუსამდე გათბება“, – აცხადებენ სინოპტიკოსები.
კვირას, 16 დეკემბერს, თელავში, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართება. ღონისძიება 15:00 საათზე დაიწყება და 40 წუთის გაგრძელდება. ერეკლე მეორის სახლ-მუზეუმში ინაუგურაციის ღონისძიების გამართვის შემდეგ, საზეიმო მიღება თელავში, თეატრის შენობაში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები