გუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

გუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„ზვავსაშიშროების რეჟიმი მოიხსნა და ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარისის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტარნსპორტის მოძრაობა ორმხირვ რეჟიმში აღდგა. ლიპყინულის გამო, გუდაური-კობის მონაკვეთზე მოძრაობის აკრძალვის რეჟიმი რჩება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელინი ავტოტარნსპორტის გადაადგილებაზე“,- აცხადებენ დეპარტამენტში.
მათივე ცნობით, აღნიშნული რეჟიმით მოძრაობას საპატრულო პოლიცია არეგულირებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები