“ნაციონალური მოძრაობის” ოფისში ხანდაზმული ქალი გარდაიცვალა

“ნაციონალური მოძრაობის” ოფისში მისული 80 წლის ქალბატონი უეცრად გარდაიცვალა. თბილისის საკრებულოს წევრის, ლევან ხაბეიშვილის თქმით, ქალბატონი, სავარაუდოდ გულის შეტევით გარდაიცვალა.
„მესამედ იყო მოსული, რამდენიმე შეხვედრა ჰქონდა კიდეც პოლიტიკურ ლიდერებთან რამდენიმე ხნის წინ, როდესაც ეს ადამიანი იყო მოსული. დღესაც, რაღაც კონკრეტული დახმარების მიზნით მოვიდა ოფისში, თუმცა, კონკრეტული სათხოვარის თქმა ამ ადამიანმა ვერ მოასწრო. ასობით ასეთი გაჭირვებული ადამიანი დადის ამ ოფისში სათხოვნელად და დარწმუნებული ვარ არამარტო ამ ოფისში, იქ, სადაც ისინი ფიქრობენ, რომ რაიმე დახმარებას მიიღებენ. სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა, რომელიც აქ იყო ადგილზე მოსული და პირველადი შემოწმება ჩაუტარეს გარდაცვლილს, თქვეს რომ გულით გარდაიცვალა”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები