სალომე ზურაბიშვილი თელავში, ბატონის სასახლეში ჯარისკაცების რეპეტიციას დაესწრო

საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, თელავში ჩავიდა და ინაუგურაციის მოსამზადებელ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
სალომე ზურაბიშვილი ბატონის სასახლეში იმყოფებოდა და სამხედრო მოსამსახურეების რეპეტიციას დაესწრო.
„პირველი რეპეტიცია გვქონდა ჯართან. ჯარით ყოველთვის ამაყი და ბედნიერი ვარ და მათთან ერთად მუშაობა ჩემთვის ყოველთვის პატივია. არაერთხელ მიმუშავია და როგორც ყოველთვის, ისინი უშეცდომოდ, მთელი გულით, ღირსებითა და პატივისცემით ასრულებენ ხოლმე მათზე დაკისრებულ მოვალეობას. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ქართულ ჯარს“, – განაცხადა ინაუგურაციის ღონისძიების რეჟისორმა ბასა ფოცხიშვილმა.
ახალარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს, თელავში გაიმართება. ღონისძიება 15:00 საათზე დაიწყება და 40 წუთი გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები