ბულინგის ფაქტი ბათუმის ერთ-ერთ სკოლაში – უფროსკლასელები მოსწავლეზე ძალადობდნენ
ბათუმის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, სავარაუდოდ, ბულინგის ფაქტი დაფიქსირდა.
სკოლის მოსწავლეს მასზე უფროსი ბიჭები სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ და სავარაუდოდ, ფულს სძალავდნენ.
სკოლის მოსწავლემ ფაქტის შესახებ მშობელს აცნობა, რომელმაც გადაწყვიტა, სკოლის ადმინისტრაციისთვის მიემართა.ადმინისტრაციამ და მანდატურებმა კი, შინაგან საქმეთა სამინისტროს შეატყობინეს.
როგორც “კვირას” შსს-ის პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.