გიორგი მარგველაშვილი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრება

0

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ახალარჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას დაესწრება, – ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა “კავკასიის უნივერსიტეტში”, მედიის სკოლის სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.
მოქმედი პრეზიდენტის თქმით, მისი პირველი ნაბიჯი ხელისუფლების გადაბარების ნაწილში, სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო სასახლეში მიწვევა იყო. შემდგომი ნაბიჯი კი ინაუგურაციაზე დასწრება იქნება.
“მე დავიწყე ეს პროცესი იმით, რომ ახლადარჩეული პრეზიდენტი უფლებამოსილების გადაბარებით მოვიპატიჟე ჩემთან. ამ ცივილიზებულ პროცესს, ერთი პრეზიდენტის მიერ მეორესთვის უფლებამოსილების გადაბარებას 16-ში დავასრულებთ”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი