ირაკლი კობახიძე: იმედს ვიტოვებ, ინაუგურაციაზე ოპოზიცია არ მოიქცევა ისე, როგორც პარლამენტში ნიკა მელია მოიქცა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის ინაუგურაციაზე არანაირი დაბრკოლება არ შეიქმნება და ჩაივლის ისე, როგორც გათვალისწინებულია.
რაც შეეხება ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციას, კობახიძე იმედოვნებს, რომ ისინი არ მოიქცევიან ისე, როგორც გუშინ პარლამენტში ნიკა მელია მოიქცა.
„რაც შეეხება ოპოზიციის აქციას, ეს არის მათი კონსტიტუციური უფლება, თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ ისინი არ მოიქცევიან, როგორც გუშინ მოიქცა ნიკა მელია. ეს არ იქნება ნამდვილად პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსისთვის შესაფერისი საქციელი, თუმცა „ნაცმოძრაობისგან“ მაინცდამაინც პოზიტიური მოლოდინი არ გვაქვს. ინაუგურაციას არანაირი დაბრკოლება არ შეექმნება, ის გაიმართება, ისე, როგორც გათვალისწინებულია”, – განაცხადა კობახიძემ.