“Tbilisi Event Hall”-ში 46-ე ბიზნესდაჯილდოების საერთაშორისო ცერემონიალი გაიმართება

0

ბიზნესრეიტინგების კავშირის და შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის ორგანიზებით, 14 დეკემბერს “Tbilisi Event Hall”-ში 46-ე დაჯილდოების საერთაშორისო ცერემონიალი გაიმართება.
“ბიზნეს რეიტინგების კავშირი” 2003 წლიდან აღმ. პარტნიორობის ქვეყნებში (უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი,ბელარუსი, საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, უზბეკეთი) საქმიანობს.
“საქართველოს ნაციონალური ბიზნესრეიტინგი”, 2015 წელს დაარსდა. არსებობის მანძილზე “ბიზნესრეიტინგების კავშირს” ჩატარებული აქვს 45 დაჯილდოების ცერემონია და 37 ბიზნესფორუმი, მათ შორის 6 დაჯილდოების ცერემონია საქართველოშია ჩატარებული.
2017 წელს “საქართველოს ნაციონალურმა ბიზნესრეიტინგმა” მოიპოვა უფლება დააჯილდოვოს კომპანიებიები “შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის” ეგიდით. ამასთან, ერთად ხდება პერსონების დაჯილდოება.
საქართველოში ეს საპატიო სტატუსი მიიღეს: ელდარ შენგელია, ნონა გაფრინდაშვილი, ჯემალ ჭკუასელი, მაკა ჩიჩუა, ბადრი მაისურაძე და ანზორ ერქომაიშვილმა.
წელს კი ბიზნეს სექტორთან ერთად დაჯილდოვდებიან სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II, ბუბა კიკაბიძე, იმედა კახიანი, ფრიდონ სულაბერიძე, საშა ჩივაძე და ვახტანგ ქორიძე.
დაჯილდოევბის ცერემონიალი 14 დეკემბერს, “Tbilisi Event Hall”-ში 20:00 საათზე გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი