სოფიო ქაცარავა: რუსეთის მხრიდან კიდევ ერთხელ დავინახეთ დესტრუქციული ქმედება

0

ვერ შედგა ვერანაირი მოლაპარაკება, რადგან რუსთის მხრიდან კიდევ ერთხელ დავინახეთ დესტრუქციული ქმედება, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ განაცხადა.
„განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხთან დაკავშირებით, თუმცა ვერ შედგა ვერანაირი მოლაპარაკება, რადგან რუსეთის მხრიდან კიდევ ერთხელ დავინახეთ დესტრუქციული ქმედება, ეს არის სამწუხარო რეალობა. მათი მხრიდან არაერთი განცხადება მოვისმინეთ ქართული მხარის მტრულ რიტორიკასა და დესტრუქციულ ქმედებაზე, რაც არალოგიკურია, რადგან ყველა ჩვენი ქმედება კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებისკენ არის მიმართული“, – განაცხადა ქაცარავამ
შეგახსენებთ, ჟენევაში დევნილთა დაბრუნების საკითხის განხილვა ვერ მოხერხდა. ოფიციალური განცხადება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 46-ე რაუნდთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.
“რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენელთა დესტრუქციული პოზიციის გამო, ვერ მოხერხდა დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემის – ეთნიკური წმენდის შედეგად აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საკითხის განხილვა. აღნიშნულ თემაზე დისკუსიის თავიდან აცილების მიზნით, მონაწილეებმა მოსკოვიდან, სოხუმიდან და ცხინვალიდან დატოვეს მოლაპარაკებები”, – ნათქვამია განცხადებაში.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 2019 წლის 2-3 აპრილს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი