“ვინ აღმოჩნდება მესამე პოლიტიკური ცენტრის ყველაზე ძლიერი ბირთვი, ეს, ალბათ, ახალი წლის შემდეგ კარგად გამოჩნდება”

პოლიტიკურ სივრცეში ძალიან სერიოზულად იწყება კონსულტაციები, მოლაპარაკებები ძლიერი პოლიტიკური ცენტრის შესაქმნელად, – ამის შესახებ “დემოკრატიული მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა გიორგი ახვლედიანმა მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში განაცხადა.
მისი თქმით, არ შეიძლება ქვეყანაში მხოლოდ ორი პოლიტიკური პოლუსი არსებობდეს და საჭიროა, მესამე ძალის გაძლიერება.
„მესამე ძალასთან მიმართებაში საზოგადოების მოთხოვნა ძალიან მკაფიოდ გამოჩნდა. 700 000 ადამიანი არ მივიდა პირველ ტურზე, არ გააკეთა არჩევანი, არ მოსწონთ ეს პოლარიზებული არჩევანი, რომ ან „ქართული ოცნება“, ან „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა აირჩიოს. ეს 700 000 ადამიანი არის ალტერნატივის მოლოდინში. გარდა ამისა, კიდევ არის 100 000-მდე ადამიანი, რომლებიც მივიდნენ და ორივე კანდიდატი გადახაზეს. 700 ათასიდან დაახლოებით მილიონამდე ადამიანი არის ქვეყანაში, რომელიც ელოდება ალტერნატივას.
ძალიან სერიოზულად პოლიტიკურ სივრცეში იწყება კონსულტაციები, მოლაპარაკებები ძლიერი პოლიტიკური ცენტრის შესაქმნელად. არ შეიძლება ქვეყანაში პოლიტიკური პოლუსები არსებობდეს მხოლოდ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“. აუცილებელია, არსებობდეს ამ ორი ძალის ალტერნატივა, რომელიც დღეს შექმნილი პოლიტიკური სიტუაციის ძირეულ ცვლილებას მოახდენს. ვინ აღმოჩნდება ამ მესამე პოლიტიკური ცენტრის ყველაზე ძლიერი ბირთვი, ეს, ალბათ, ახალი წლების შემდეგ კარგად გამოჩდნება. ახლა შემიძლია, ის გითხრათ, რომ გარკვეული კონსულტაციები, საუბრები პოლიტიკურ პარტიებს და ლიდერებს შორის მიმდინარეობს. აუციელებლია ძალების კონსოლიდაცია“- განაცხდა ახვლედიანმა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები