მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების რეჟიმი მოიხსნა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზვავსაშიშროების რეჟიმი მოიხსნა მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე და ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ამ დროისთვის, გუდაურამდე გადაადგილება ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის თავისუფალია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ზვავსაშიშროების გამო მოძრაობის აკრძალვის რეჟიმი რჩება საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის(ფოსტა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით მოხდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები