ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდა (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის ნინოწმინდა-სომხეთის საზღვრის მონაკვეთზე მისბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა და გადაადგილება ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის თავისუფალია“,- აცხადებენ დეპარტამენტში.