„სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი“ ფოკუს ჯგუფის შედეგების პრეზენტაციას გამართავს
„სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი“ ახალციხეში, ფოკუს ჯგუფის შედეგების პრეზენტაციას გამართავს.
როგორც „კვირას“ ღონისძიების ორგანიზატორებმა აცნობეს, კვლევა მიზნად ისახავდა ახალციხის მუნიციპალიტეტში არსებული ადგილობრივი საჭიროებების გამოკვეთას, უფრო კონკრეტულად, ადგილობრივ პროცესებში მოქალაქეთა ინფორმირებულობის და ჩართულობის მექანიზმების შესწავლას.
ფოკუს ჯგუფები ახალციხის მუნიციპალიტეტში 2018 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ,,სამცხე-ჯავხეთის მედია ცენტრის’’ ორგანიზებით ჩატარდა.
აღნიშული კვლევა „სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრის“ (SJMC) პროექტის _ „ღია და ეფექტური მმართველობისათვის“ შემადგენელი ნაწილია, რომელსაც ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერითა და ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის (NED) დაფინანსებით ახორციელებს.
ცნობისათვის, საჯარო განხილვა ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ხვალ, 12 დეკემბერს, 16:00 საათზე ახალციხეში, მანველიშვილის ქუჩა N19-ში გაიმართება.