მარიუპოლი ტურისტების დასახვედრად ემზადება

მარიუპოლი პლაჟის სეზონისთვის უკვე ემზადება და ტურისტების მოლოდინშია იმის მიუხედავად, რომ უკრაინული ხელისუფლება ანტიტერორისტულ სპეცოპერაციებს ატარებს. ზღვისპირა ქალაქის მერიაში განაცხადეს, რომ ხელი უკვე მოეწერა პასპორტებს ყველა პლაჟის გახსნაზე. ხოლო 1 ივნისიდან უკვე დაიწყება სანაპიროების გასუფთავება. გარდა ამისა, სანაპიროებზე უკვე დადგმულია 135 შეზლონგი, ნაგვის ყუთები, ასევე შადრევნები, – განაცხადეს მარიუპოლის საკრებულოში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები