საფრანგეთის პოლიციის ატაშე: მინდა მივულოცო ქართულ პოლიციას წარმატება ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში

მინდა მივულოცო ქართულ პოლიციას წარმატება ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში,-აღნიშნული განცხადება საფრანგთის პოლიციის ატაშსმ ბრუნო ბალდუკიმ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მან ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის სამართალდამცველი სტრუქტურების მრავალთვიანი თანამშრომლობის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე.
“საქართველოს და საფრანგეთის პოლიციამ უჩვენა თუ რამდენად ეფექტურია ჩვენი ორმხრივი ურთიერთთანამშრომლობა.
EUROPOL-ის მხარდამჭერით, საფრანგეთის ჟანდარმერიის გამომძიებლების მიერ, საქართველოს კრიმინალურ პოლიციასთან ურთიერთანამშრომლობით, საფრანგეთში ჩატარდა სპეცოპერაცია, რომლის დროსაც დაკავებულ იქნა 20 კრიმინალი სამხრეთ კავკასიიდან.
ეს ოპერაცია არის წარმატებული არა მხოლოდ იმიტომ რომ დამნაშავეები დავაკავეთ, არამედ ეს უჩვენებს ქართველ და ფრანგ სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის მრავალთვიანი წარმატებული ურთიერთთანამშრომლობის შედეგს. მინდა მივულოცო ქართულ პოლიციას განსაკუთრებით კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში წარმატებული ჩართულობისა და მობილიზებისთვის.“ – განაცხადა საქართველოში საფრანგეთის პოლიციის ატაშემ, ბრუნო ბალდუკმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ვლადიმერ ბორცვაძის და საქართველოში საფრანგეთის პოლიციის ატაშეს ბრუნო ბალდუკის ერთობლივი ბრიფინგი გაიმართა.
ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ მიმდინარე წლის 10 დეკემბერს, ქართველი სამართალდამცველების უშუალო მონაწილეობით, საფრანგეთის ქალაქ ლიონში მასშტაბური სპეც.ოპერაცია ჩატარდა, რომლის შედეგადაც დაკავებულია საფრანგეთსა და ბელგიაში მოქმედი ქართული, სომხური და აზერბაიჯანული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 22 წევრი. დაკავებულებს შორის საქართველოს 10 მოქალაქეა, მათ შორის 2 – „კანონიერი ქურდი“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები