მიხეილ სააკაშვილი გიორგი არველაძეს პასუხობს-ძვირფასო გიორგი, ძალიან შემცდარხარ

ძვირფასო გიორგი, ძალიან შემცდარხარ,-ასე პასუხობს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ეკონომიკის ყოფილ მინისტრს გიორგი არველაძეს პასუხობს, რომელმაც ქართველ ახალგაზრდებს უტვინო ჯოგი და უპასუხისმგებლო ნახირი უწოდა.
“სინამდვილში,არასდროს არ გვყოლია ასეთი მაგარი ახალგაზრდობა, როგორც ახლა. მაქვს ყოველდღიური ურთიერთობა მათთან და ძალიან ვამაყობ მათით.
ძვირფასო გიორგი,თუ მართლა ძვირი წამოგცდა მათი მისამართით,ძალიან შემცდარხარ და იმედია,შეიცვლი შენ აზრს,-უპასუხა ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი არველაძეს.
შეგახსენებთ, რომ გიორგი არველაძემ სოციალურ ქსელში სტატუსი განათავსა, რომელიც ქართველი ახალგაზრდობისა და სტუდენტების წინააღმდეგ იყო მიმართული.
“საქართველოს ახალგაზრდობავ და სტუდენტობავ, თქვენ ხართ ზარმაცი უთავმოყვარეო და უტვინო ჯოგი. უპასუხისმგებლო ნახირი, ფასეულობებისა და ინტელექტის გარეშე. სამარცხვინონი.
ქაქში ცხოვრებას იმსახურებთ და ზუსტად ეს გელით,-დაწერა არველაძემ. მისმა ამ სტატუსმა საზოგადოების ნაწილის გაეიზიანება გამოიწვია, რის გამოც მან აღნიშნული პოსტი წაშალა, თუმცა მოგვიანებით სხვა შინაარსის სტატუსი განათავსა.
“დღეს რომ აკაკი და ილია ცოცხლები იყვნენ, ერთი იტყოდა “ფურთხის ღირსი ხარ საქართველოო”, მეორე კი იტყოდა, რომ ჩვენ ვართ “ქედდრეკილი, მანკიერი, ქვემძრომელი, ცრუ, ყრუ, მუნჯი, უნჯი, მტრის არ მცნობი, მოყვრის მგმობი, ცბიერი და ფლიდი ერი,-დაწერა არველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები