ივანე მაჭავარიანმა აშშ-ის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა აშშ-ის 41-ე პრეზიდენტის, ჯორჯ ბუში უფროსის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა. მინისტრმა გარდაცვლილის ოჯახსა და ამერიკელ ხალხს სამძიმარი გამოუცხადა.
„გამოვხატავ ღრმა მწუხარებას ამერიკის შეერთებული შტატების 41-ე პრეზიდენტის, ჯორჯ ჰ. უ. ბუშის გარდაცვალების გამო. იგი მრავალი ათწლეულის მანძილზე, საჯარო სამსახურსა და უამრავ სხვა გამორჩეულ პოზიციაზე ყოფნისას, სიბრძნითა და გონიერებით მუდმივად ახდენდა ერთგულებისა და თანაგრძნობის დემონსტრირებას. აღსანიშნავია, მისი დიდი წვლილი ცივი ომის მშვიდობიანი დასასრულის და ამერიკის შეერთებული შტატების, როგორც მსოფლიოში ლიდერი სახელმწიფოს როლის განმტკიცებაში. კიდევ ერთხელ, გამოვხატავთ ჩვენს თანაგრძნობას, ვიზიარებთ მისი ოჯახის მწუხარებას და სამძიმარს ვუცხადებთ ამერიკელ ხალხს”, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები