დიმიტრი მედვედევი: აშშ რუსეთისთვის ინვესტირების შეზღუდვას ცდილობს
აშშ-ის და რიგი ევროპული ქვეყნების ხელისუფლების წარმომადგენლები რუსეთისთვის ინვესტიციების შეზღუდვას ცდილობენ, – ამის შესახებ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, დიმიტრი მედვედევმა, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა
“მე შედარებით ცოტა ხნის წინ ე.წ უცხოური საინვესტიციო კომიტეტის შეხვედრა გავმართე. ეს მსოფლიოს უდიდესი კომპანიაა. შეხვედრის დროს ისინი ამბობდნენ, რომ რუსეთში დარჩენა და საკუთარი ბიზნესის განვითარება სურთ. ამ საკითხს თუ გავითვალისწინებთ, არავინ არ მიდის, მაგრამ ცალკეული სახელმწიფოები “ფეხებში გვეჩხირებიან”. რაღა უნდა დაგიმალოთ და, ამას ამერიკაც აკეთებს და სხვა ევროპული ქვეყნებიც. მაგრამ სხვა ქვეყნები გაცილებით ადეკვატურად იქცევიან და აქტიურად საუბრობენ იმის შესახებ, რომ სანქციები დიდ ზიანს იწვევენ”, – განაცხადა მედვედევმა ადგილობრივ ჟურნლაისტებთან საუბრისას.