რუსეთში, კერძო სახლში მომხდარ ხანძარს 2 მცირეწლოვანი ემსხვერპლა
რუსეთში, სარატოვის რაიონში მდებარე კერძო სახლში მომხდარ ხანძარს ორი მცირეწლოვანი ემსხვერპლა.
შემთხვევის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტი” საგანგებო სიტუაციების სამსახურის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
“ადგილზე მისული პირველ სახანძრო ბრიგადას კერძო სახლი მთლიანად აალებული დახვდა. ხანძრის ჩაქრობისას მათ სამ-სამი წლის ორი ბიჭის ცხედარი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის გაჩენის დროს მცირეწლოვნები სახლში მარტო იმყოფებოდნენ. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია”, – განუცხადეს საინფორმაციო სააგენტოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.