ლუქსემბურგში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა უფასო გახდება

ლუქსემბურგის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 2019 წლის ზაფხულიდან, საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება უფასო გახდება.
რის შემდეგაც, ლუქსემბურგის საჰერცოგო მსოფლიოში პირველი ქვეყნა იქნება, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრები უფასოდ ისარრგებლებენ. ხელისუფლების გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას სააგენტო The Guardian ავრცელებს.
ლუქსემბურგის დედაქალაქში, დაახლოებით, 110 000 ადამიანი ცხოვრობს, თავად საჰერცოგოს მოსახლეობა კი 600 000 ადამიანს ითვლის. გარდა ამისა ლუქსემბურგში სამუშაოდ საფრანგეთიდან, ბელგიასა და გერმანიიდან ყოველდღე, დაახლოებით, 200 000 ადამიანი ჩადის. ამასთან დაკავშირებით, ჯუჯა ევროპული სახელმწიფო დიდი საცობების პრობლემის წინაშე დადგა, რომლის მოგვარებაც მთავრობამ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის გაუქმებით გადაწყვიტა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები