ლაშა ჟვანია: სალომე ზურაბიშვილი, პირველ რიგში, რეგიონების პრეზიდენტი იქნება

საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლის, ლაშა ჟვანიას ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ინაუგურაციის ტექნიკური საკითხები განიხილეს.
მისივე თქმით, არჩეული პრეზიდენტის მთავარი გზავნილი ინაუგურაციის დღესვე იქნება, რომ ის, პირველ რიგში, რეგიონების პრეზიდენტია.
„საბოლოოა, რომ ინაუგურაცია თელავში გაიმართება. ამაზე იყო შეთანხმება და შემდეგ ამის შესახებ არჩეულმა პრეზიდენტმა განაცხადა. დღევანდელ შეხვედრაზე ადგილმდებარეობის შეცვლა არ განიხილებოდა. განვიხილეთ ტექნიკური საკითხები, სტუმრების მოწვევისა და მათი განთავსების შესახებ. დღეს მხოლოდ საკონსულტაციოდ ვიყავით შეკრებილი.
მთელი წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში, როგორც არჩეული პრეზიდენტი ბრძანებდა, პირველ რიგში, ის იქნება რეგიონების პრეზიდენტი, რომ რეგიონებს მიაქცევს განსაკუთრებულ ყურადღებას და პირველი გზავნილი მისი მხრიდან, ინაუგურაციის დღესვე იქნება, რომ თავის დანაპირებს ასრულებს“, – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.
შეგახსენებთ, პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს, თელავში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები