ინდოეთის კოსმოსურ ლაბორატორიში წყალბადის ბალონის აფეთქების შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა
ინდოეთის ქალაქს ბანგალორში სამეცნიერო-კვლევით ცენტრში წყალბადის ბალონის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო სამი – დაშავდა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას გაზეთი “Hindustan Times”-ის ონლაინ გამოცემა, ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით, ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ინციდენტი ინსტიტუტის კუთვნილ კოსმოსური ლაბორატორიის ტერიტორიაზე მოხდა. აფეთქების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
როგორც ცნობილია, დაშავებულები კრიტიკულ მდგომარეობაში არიან. ყველა მათგანი, მათ შორის გარდაცვლილიც, ლაბორატორიის თანამშრომლები არიან.