ინდოეთში სამგზავრო ავტობუსი ხეობაში გადავარდა – არიან დაშავებულები

ინდოეთში სამგზავრო ავტობუსის ხეობაში გადავარდნის შედეგად 30 ადამიანი დაშავდა. მომხდარის შესახებ ტელეარხი NDTV ექიმებზე დაყრდნობით იუწყება.
ტელეარხის ინფორმაციით, ინციდენტი დხალის რაიონში, დილით ადრე მოხდა. ავარიის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
ადგილობრივი სამედიცინო სამსახურების ინფორმაციით, 30 მგზავრიდან 22 კრიტიკულ მდგომარეობაშია. ინფორმაცია დაღუპულების შესახებ არ ვრცელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები