ნინო ლომჯარია ნიკა რურუას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს – “გული ხელით გვიჭირავს ხშირად”

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია კულტურის ყოფილი მინისტრის ნიკა რურუას გარდაცვალებას ეხმაურება.
„ძალიან სამწუხარო ამბავია. ძალიან დამწყდა გული. არ შეიძლება ასეთი ურთიერთთავდასხმების და პოლარიზების რეჟიმში ცხოვრება, წარმოუდგენელია, ვერ გავუძლებთ… იქნებ ყველა დაფიქრდეს ამაზე, სანამ ერთმანეთს გავიმეტებთ, თუნდაც სიტყვებით, რომ შეიძლება ვინმეს გული გაუსკდეს… ჩემ გარშემო ყველა ასეა, ვინც საჯარო ცხოვრებაშია ჩართული, “იმ ბანაკში”, “ამ ბანაკში” თუ “შუაში”, გული ხელით გვიჭირავს ხშირად ამდენი დაპირისპირების, დაძაბულობის, სტრესის ქვეშ…“,- წერს ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში.
ნიკა რურუა სავარუდოდ გულის შეტევით გარდაიცვალა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების შემდეგ, ნიკა რურუა ექიმებს უკვე გარდაცვლილი დახვდათ.
შს სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
„2018 წლის, 4 დეკემბერს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში (ზანდუკელის ქუჩა N21) გარდაიცვალა. პირველადი ინფორმაციით, ნიკა რურუა ოჯახის წევრების თანდასწრებით, სავარაუდოდ, გულის შეტევით არის გარდაცვლილი“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები