ირაკლი კობახიძე: “ნაცმოძრაობას” არავითარი რესურსი არ აქვს, რომ რაიმე დესტაბილიზაცია შექმნას ქვეყანაში

ყველაფერი, რაც გუშინ “ნაციონალური მოძრაობის” აქციაზე ხდებოდა, კომიკური და არასერიოზული იყო, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში დესტაბილიზაციას პერსპექტივა არ აქვს, რადგან ხელისუფლება იღებს პასუხისმგებლობას ქვეყნის მშვიდობიან განვითარებაზე.
„ჩვენ გუშინ ვნახეთ მათი „დიდი აქცია”, სადაც კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მათ არავითარი რესურსი არ აქვთ, რომ რაიმე დესტაბილიზაცია შექმნან ქვეყანაში. ყველაფერი, რაც გუშინ ხდებოდა, კომიკური და არასერიოზული იყო. მათ შორის, ის ინიციატივები, რომელიც მათი მხრიდან გაჟღერდა. საქართველოში დესტაბილიზაციას არანაირი პერსპექტივა არ აქვს. ჩვენ ვართ იმაზე პასუხისმგებელი, რომ გაგრძელდება ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები