გია აბაშიძე: ვადამდელ არჩევნებზე საუბარი აწყობს იმ პარტიას, რომელიც გაბრაზებული ამომრჩევლის იმპულსებით სარგებლობს

“ვადამდელ არჩევნებზე საუბარი აწყობს იმ პარტიას, რომელსაც ახლა აქვს მომენტი, როდესაც გაბრაზებული ამომრჩევლის სურვილებით, ემოციებით და იმპულსებით სარგებლობს” , – ამის შესახებ ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერნეციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ჯერჯერობით ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის ალბათობას ვერ ხედავს.
„რაც შეეხება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ალბათობას, მე ჯერჯერობით ამას ვერ ვხედავ. მოქალაქეების დიდი ნაწილი, რომელმაც მანდატი მისცა “ოცნებას”, მოელის, რომ გამოსწორდებიან, რბილად რომ ვთქვათ. არის დათქმა, არის დაპირებები, რომ მოხდება ძირეული ცვლილებები, რამდენად იქნება ეს ძირეული ცვლილებები, სწორად, დროულად და საფუძვლიანად განხორციელებული დამოკიდებულია თავად „ქართულ ოცნებაზე“.
იქნება ეს სამართლიანობის აღდგენა, თუ სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება, ზუსტად მთავრობაზე და მმართველ გუნდზეა დამოკიდებული. თუ ისინი დროულად შეძლებენ და გააგრძელებენ საზოგადოებასთან ურთიერთობას , თუ ხელისუფლება შეასრულებს ამომრჩევლის დაკვეთას, მაშინ გამოირიცხება პოლიტიკური კრიზისი. თუ ასე არ გაგრძელდა, ბუნებრივია, პოლიტიკური კრიზისი იქნება”, – განაცხადა აბაშიძემ.

სოფიო რატიშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები