ირაკლი კობახიძე: ვადამდელ არჩევნებზე საუბარი არაა, სერიოზულადაც კი ვერ განვიხილავთ

“ვადამდელ არჩევნებზე საუბარი არამხოლოდ არ არის, სერიოზულადაც კი ვერ განვიხილავთ. ის მანდატი განახლდა, რაც „ქართულ ოცნებას“ მინიჭებული აქვს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობა“ აცდენილია რეალობას.

“თავიდანვე ვამბობდით, რომ არეულობის მცდელობა შეიძლება ყოფილიყო, თუმცა იმასაც ვამბობდით, რომ ამის არანაირი პერსპექტივა არ არსებობს. ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელიც პასუხისმგებელია სიმშვიდისა და სტაბილურობის შენარჩუნებაზე. ეს აუცილებლად იქნება უზრუნველყოფილი. ასეთ ინიციატივებს არანაირი პერსპექტივა არ აქვს და ამას ნაციონალებიც ხედავენ.

“ნაციონალური მოძრაობა“ აცდენილია რეალობას. ეს არჩევნები ერთგვარი რეფერენდუმი იყო, სადაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს ნდობა. მანდატი პასუხისმგებლობას გვაკისრებს, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე ვიმუშაოთ, რათა ის საკითხები გადაიჭრას, რაც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს. მომავალი ორი წელი მუშაობა ამაზე გაგრძელდება. ვადამდელ არჩევნებზე საუბარი არამხოლოდ არ არის, სერიოზულადაც კი ვერ განვიხილავთ. ის მანდატი განახლდა, რაც „ქართულ ოცნებას“ მინიჭებული აქვს. ამ მანდატით მუშაობას ქვეყნის საკეთილდღეოდ გავაგრძელებთ”, – აღნიშნა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები