დავით ბაქრაძე: „ევროპული საქართველო“ კვირას, დაგეგმილ ქუჩის აქციებში მონაწილეობას არ მიიღებს

„კვირას დაგეგმილ აქციას ვუცხადებთ სოლიდარობას, მაგრამ ჩვენ ამ აქციის ორგანიზებაში მონაწილეობას არ მივიღებთ“, – ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც დავით ბაქრაძემ განმარტა, პარტია „ევროპული საქართველოს” წევრები გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაანონსებულ ქუჩის აქციაში მონაწილეობას არ მიიღებენ.
მისივე თქმით, ხელისუფლების ცვლილება მხოლოდ და მხილოდ მშვიდობინად და არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს.
ამასთან, ბაქარაძის განცხადებით, „ევროპული საქართველო“ საარჩევნო სისტემის რადიკალურად შეცვლას ითხოვს, კერძოდ ქვეყანაში უნდა ამოქმედდეს არჩევნების პროპორციული სისტემა.
„პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კვირას დაგეგმილ აქციაზე ჩვენ ვართ სოლიდარული, თითოეული იმ მოქალაქის მიმართ, ვინც აქციაზე მიდის პროტესტის გამოსახატად, მაგრამ ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას აქციის ორგანიზებაში. ჩვენ ვთავაზობთ მთელ ოპოზიციურ სპექტრს გრძელვადიან გეგმას, რაც გულისხმობს საარჩევნო სისტემის ცვლილებას, კერძოდ, არჩევნების პროპორციულ სისტემაზეა საუბარი. განსახორციელებელია ცვლილება, რომელიც უზრუნველყოფს ხელისუფლების შეცვლას არჩევნების გზით“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ცნობისათვის, „ევროპული საქართველოს“ პოლისტსაბჭოს სხდომა 2 საათს გრძელდებოდა, სხდომის დასრულების შემდეგ, დავით ბაქრაძემ გადაწყვეტილება გაახმაურა.
შეგახსენებთ, რომ კვირას, 14:00 საათზე რუსთაველის გამზირზე გაერთიანებული ოპოზიცია ფართომასშტაბიან აქციას გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები