გიორგი მარგველაშვილი: მზად ვართ, ინაუგურაციის მოწყობის პროცესში მონაწილეობა მივიღოთ
მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. როგორც მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ის მზადაა ინაუგურაციის მომზადების პროცესში მონაწილეობა მიიღოს.
„საქართველოს არჩეულ მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ვულოცავ, წარმატებას ვუსურვებ. მინდა, ვთქვა, რომ როგორც კი სალომე ზურაბიშვილი პასუხისმგებელ პირს დაასახელებს, მზად ვართ, თანამშრომლობა დავიწყოთ, როგორც ადმინისტრაციული თვალსაზრისით საქმის გადაბარების თაობაზე, ასევე ინაუგურაციის მოწყობის პროცესში მონაწილეობასა და დახმარებაზე. ღმერთმა დალოცოს ჩვენი სამშობლო, საქართველო და გააძლიეროს ჩვენი პრეზიდენტი“, – განაცხადა მარგველაშვილმა.