ირაკლი ოქრუაშვილი გოგა ხაინდრავას პასუხობს
„რაც მე შენs ოჯახში პარიზიდან ფული ვაგზავნე 2009-10 წლებში, იმ ფულით იმდენი ყაყაჩოს ვენოკი იყიდეთ შენ და შენმა ბიჭმა“, – ამ სიტყვებით პასუხობს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი რეჟისორ გოგა ხაინდრავას გუშინდელ განცხადებას, რომელიც მან საპრეზიდენტო არჩევნების ეგზიტპოლების შედეგების შემდეგ გააკეთა.
„ოცნების ოფისში თაიგულით მისულ ხაინდრავას გუშინ ჟურნალისტისთვის უთქვამს, “რუსთავი 2”-ისთვის და ნაციონალებისთვის ვენოკი შევუკვეთე და ოქრუაშვილი მოგიტანთო.
ვერა გოგაჯან, ვერა. ხომ იცი, რა ცუდი გამოცდილება მაქვს ვენოკებზე.
რაც მე შენs ოჯახში პარიზიდან ფული ვაგზავნე 2009-10 წლებში, იმ ფულით იმდენი ყაყაჩოს ვენოკი იყიდეთ შენ და შენმა ბიჭმა, რომ დღემდე იმ გამხმარ ვენოკებს ხარშავთ“, – წერს ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გვირილების თაიგულით საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს გამარჯვება მიულოცა.
მანამდე კი, რეჟისორმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა:
„ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა, ქართულმა ღირსებამ, ქართულმა სულმა და ხვალინდელმა დღემ გაიმარჯვა, ვერასოდეს „ჩეკისტები“ ვეღარ გაიმარჯვებენ, ვეღარასოდეს დაბრუნდება საბჭოთა კავშირი, ეს თაიგული საქართველოს პრეზიდენტისთვის მიმაქვს, „რუსთავი 2“ -ს და „ნაციონალურ მოძრაობას“ გული რომ არ დაწყდეს, ვენოკი მაქვს შეკვეთილი, კურიერი არის ირაკლი ოქრუაშვილი და ის მოგიტანთ პირდაპირ ადგილზე“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.