გიორგი ვაშაძე: მიხეილ სააკაშვილის მოსაზრებას ამ ეტაპზე არ ვიზიარებთ, ერთპიროვნული გადაწყვეტილებები დამთავრდა

“მიხეილ სააკაშვილის მოსაზრებას ამ ეტაპზე არ ვიზიარებთ”, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის უფროსმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
ვაშაძე აცხადებს, რომ სამოქალაქო დაუმორჩილებლობის შესახებ მოწოდება მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მოსაზრებაა, რომელსაც შტაბი არ იზიარებს.
„ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვთქვით მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით. ეს არის მისი პერსონალური მოსაზრება, რასაც ამ ეტაპზე ჩვენ არ ვიზიარებთ. განსხვავებული მოსაზრება გვაქვს ამასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.
ვაძაძის თქმით, დღეს, 18:00 საათზე, ფილარმონიაში დაგეგმილ შეხვედრაზე სწორედ ამ საკითხზე იმსჯელებენ.
„დამთავრდა ერთპიროვნული გადაწყვეტილებები და ახლა ზუსტად ის დროა, როცა გაერთიანებული ოპოზიცია და „ძალა ერთობაშია“ რეალურად აჩვენებს საკუთარ სახეს და ძალას. აქ არის 11 პოლიტიკური სუბიექტი, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს კონსენსუსით. ყველა წევრის მოსაზრებას გიზიარებთ ამ საკითხზე. თქვენ ვერც ერთ წევრს ვერ ნახავთ კოალიციაში, რომელსაც აქვს განსხვავებული მოსაზრება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები