საფრანგეთი სალომე ზურაბიშვილს გამარჯვებას ულოცავს და ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გასაძლიერებლად მზადყოფნას გამოთქვამს

საფრანგეთი დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. აღნიშნულ განცხადებას საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„საფრანგეთი გულწრფელად ულოცავს საქართველოს ახლად არჩეულ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს გამარჯვებას და წარმატებას უსურვებს მომავალ საქმიანობაში. საფრანგეთი მზადყოფნას გამოთქვამს, ითანამშრომლოს ახლად არჩეულ პრეზიდენტთან, ორ ქვეყანას შორის არსებული ისტორიული ურთიერთობების კიდევ უფრო გასაძლიერებლად. ახლად არჩეულ პრეზიდენტს შეუძლია, იქონიოს ჩვენი იმედი, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერის კუთხით”, – ნათქვამია საფრანგეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

https://www.diplomatie.gouv.fr/fr/dossiers-pays/georgie/article/georgie-election-presidentielle-29-11-2018

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები