მარიამ ჯაში: კიდევ ერთხელ ჩავატარეთ მშვიდობიანი, ღია და თავისუფალი არჩევნები

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მარიამ ჯაშის შეფასებით, საქართველოში კიდევ ერთხელ ჩატარდა ღია და თავისუფალი არჩევნები. მან ყველა იმ ადამიანს, რომელიც არჩევნების დღეს უწყვეტ რეჟიმში მუშაობდა, მადლობა გადაუხადა.
„ჩვენთვის, ბუნებრივია, მოულოდნელი არ იყო განცხადებები, რომელიც კეთდებოდა ოპოზიციური ძალის მხრიდან. პრაქტიკულად მას შემდეგ, რაც ისინი დადგნენ რეალობის წინაშე, რომ სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებდა მეორე ტურში,  მუდმივად ისმოდა განცხადებები, რომ დელეგიტიმაციის მცდელობისკენ წასულიყო პროცესი, მაგრამ ჩვენ ვიხილეთ არაჩვეულებრივად ორგანიზებული საარჩევნო დღე.
თითოეულ ადამიანს, რომელიც გუშინ უწყვეტ რეჟიმში მუშაობდა, არა მხოლოდ საარჩევნო ოლქებში, არამდე პოლიციას, ადმინისტრაციის თანამშრომლებს, რომლებიც ჩართულნი იყვნენ საარჩევნო კომისიის ფარგლებში, საზოგადოების თითოეულ წევრს, მინდა, მადლობა გადაუხადო. ჩვენ კიდევ ერთხელ ჩავატარეთ მშვიდობიანი, ღია და თავისუფალი არჩევნები. დესტაბილიზაციის რისკები, ბუნებრივია, მინიმალურია და ხელისუფლება ყველაფრს გააკეთებს, რომ ეს რისკი  მინიმუმამდე იყოს შენარჩუნებული”, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები