ინციდენტი მოხდა ბათუმის 29-ე საარჩევნო უბნის მიმდებარედ. „კვირას“ ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა აქტივისტმა პროვოკაციის მოწყობა სცადა. მან გაითამაშა, თითქოს „ქართული ოცნების“ შტაბის წევრი იყო და საარჩევნო უბანზე აგიტაციას ეწეოდა.
თვითმხილველების განცხადებით, მამაკაცს, რომელმაც ვინაობა არ დაასახელა, ხელში „ოცნების“ ყალბი სააგიტაციო ჟურნალი ეჭირა.