გიორგი მარგველაშვილი: მინდა, ყველა მოქალაქეს მოვუწოდო, აუცილებლად მივიდეს საარჩევნო უბანზე

მადლობა ასეთი აქტივობისთვის და დარწმუნებული ვარ, ეს აქტივობა გაგრძელდება მომავალშიც, რაც გარანტიაა იმისა, რომ არჩევნები ჩატარდება მაღალ დონეზე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხდა.
გიორგი მარგველაშვილმა საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა და აღნიშნა, რომ ამომრჩევლის მაღალი აქტივობიდან გამომდინარე, არჩევნებზე ნაკლები დარღვევა იქნება.
„მინდა, მივულოცო საქართველოს მოქალაქეებს დღევანდელი აქტიურობა, რომელსაც ვხედავ საარჩევნო უბანზე. მიხარია და მეამაყება, რომ ქართველი ამომრჩეველი ასე აქტიურად გამოხატავს თავის პოზიციას. ზოგისთვის ეს არის რთული არჩევანი, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა, საქართველოს ყველა მოქალაქეს მოვუწოდო, აუცილებლად მივიდეს საარჩევნო უბანზე, გამოიყენოს თავისი ბიულეტენი, დააფიქსიროს არჩევანი, ითამაშოს გადამწყვეტი როლი ქვეყნის ხელისუფლების ფორმირების პროცესში. მადლობა, ასეთი აქტივობისთვის და დარწმუნებული ვარ, ეს აქტივობა გაგრძელდება მომავალშიც, რაც გარანტიაა იმისა, რომ არჩევნები ჩატარდება მაღალ დონეზე, იქნება ნაკლები დარღვევები”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები