2018 წელს საქართველოს პრეზიდენტი ექვსი წლის ვადით იქნება არჩეული

28 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტს ამომრჩეველი პირდაპირი წესით, ექვსი წლის ვადით, 2023 წლამდე აირჩევს. პრეზიდენტის ექვსი წლის ვადით არჩევა გამონაკლისის წესით, ერთჯერადად დაშვებულია საქართველოს ახალი კონსტიტუციის გათვალისწინებით, რომელიც პარლამენტმა საბოლოოდ, მესამე მოსმენით მიმდინარე წლის მარტში დაამტკიცა.
მმართველმა გუნდმა კონსტიტუციური პროექტის განხილვისას პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, ახალი კონსტიტუციის გარდამავალ დებულებაში ჩაწერილიყო, რომ ქვეყნის მოსახლეობა პირდაპირი წესით, პრეზიდენტს ექვსი წლის ვადით აირჩევდა.
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, პრეზიდენტის არჩევა საარჩევნო კოლეგიის მიერ მოხდება, რომელიც პარლამენტისა და თვითმმართველობის 300 წარმომადგენლით დაკომპლექტდება. ახალი კონსტიტუცია ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ შევა ძალაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები