ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ “ნაცმოძრაობის” წევრების საქმე განიხილა
ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების საქმე განიხილა.
აშოტ რაისიანს და მიხეილ აგაბაბიანის მიმართ გამოძიება წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზეა აღძრული.
საქმე ეხება 30 ოქტომბერს „ენმ-ს“ ახალქალაქის ოფისთან მომხდარ ინციდენტს „ნაციონალური მოძრაობისა„ და „ქართული ოცნების„ წევრებს შორის. ბრალდებულების თქმით, დაპირისპირება ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის ენზელ მკოიანის ძმის მარტუნ მკოიანის ბენზინ გასამართ სადგურზე დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო პლაკატების ჩამოხევას მოჰყვა.
„ქართული ოცნების“ წევრები უარყოფენ ბრალდებულთა ვერსიას და „ენმ“ ახალქალაქის საარჩევნო შტაბის უფროსს და მის წევრებს მიზანმიმართულ პროვოკაციაში ადანაშაულებენ.
დღევანდელი სასამართლო პროცესი ბრალდებულთა ადვოკატის შუამდგომლობით გადაიდო და საქმის განხილვა, სავარაუდოდ, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შემდეგ გაგრძელდება.