“დაგპირდით და ვასრულებთ პირობას“ – ოზურგეთის სამ სოფელში წყალმომარაგების ახალი სისტემა აშენდება (ვიდეო)

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების – ბახვის, ვაკიჯვრის და ცხემლისხიდისთვის წყალმომარაგების ახალი სისტემა აშენდება. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ოზურგეთის მაჟორიტარმა, არჩილ თალაკვაძემ სოფელ ბახვში შეკრებილ მოქალაქეებს განუცხადა.
“დაგპირდით და ვასრულებთ პირობას: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების – ბახვის, ვაკიჯვრის და ცხემლისხიდისთვის წყალმომარაგების ახალი სისტემა აშენდება, ეს არის მნიშვნელოვანი სიახლე ამ სოფლებისთვის და ზოგადად, ოზურგეთისთვის”, – განაცხადა თალაკვაძემ.
პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო განახორციელებს. ამასთან დაკავშირებით, დღეს, ოზურგეთში მინისტრი მაია ცქიტიშვილი მოადგილეებთან ერთად იმყოფებოდა.
პროექტი, რომლის ფარგლებშიც წყალმომარაგების სათავე ნაგებობა, მაგისტრალური მილების ახალი სისტემა და წყალგამანაწილებელი ქსელი მოეწყობა, საორიენტაციოდ, 2019 წლის გაზაფხულზე დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები