ბერი გაბრიელ სალოსის VII შესახვევში ახალი სკვერი გაიხსნა

ბერი გაბრიელ სალოსის VII შესახვევის N1 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი სკვერი და სპორტული მოედანი მოეწყო. ისნის რაიონის გამგეობამ აღნიშნულ მისამართზე ინფრასტრუქტურული პროექტი მოსახლეობის თხოვნით განახორციელა, რომელსაც ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
სკვერში გამწვანების აქციაც გაიმართა, სადაც რაიონის გამგებელმა, მოსახლეობასთან ერთად, მარადმწვანე ხეები დარგო. მისი თქმით, რეკრეაციულ სივრცეში ახალგაზრდებისა და ბავშვების ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობისთვის ყველა პირობაა შექმნილი.
„ნავთლუღში, ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით, კიდევ ერთი ლამაზი სკვერი მოვაწყვეთ. ამ რეკრეაციულ სივრცეში, რომელიც დღეს გავამწვანეთ, ახალგაზრდებისა და ბავშვების ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობისთვის ყველა პირობაა შექმნილი. ჩვენს რაიონში მსგავს ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს მომავალშიც აქტიურად ჩავატარებთ“, – განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.
პროექტის ფარგლებში, ბერი გაბრიელ სალოსის VII შესახვევის N1 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოეწყო მრავალფუნქციური კალათბურთისა და ფეხბურთის სპორტული მოედანი, დაიდგა საბაღე სკამები, დამონტაჟდა საბავშვო ატრაქციონები. ბილიკები მოპირკეთდა დეკორატიული ფილებით, ატრაქციონების ადგილას, ბავშვების უსაფრთხოებისთვის, დაიგო სპეციალური რბილი იატაკი, მოეწყო ღობე და გარე განათების სისტემა.
ცნობისთვის, პროექტი ისნის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 114 525 ლარით დაფინანსდა. ისნის რაიონის გამგეობა მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას მომდევნო წელსაც არაერთ მისამართზე გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები