მიწის დეგრადაციის საკითხზე წლიური გაფართოებული შეხვედრა გაიმართა

პროექტის – „ლანდშაფტისა და მიწის რესურსების მდგრადი მართვის დანერგვა სასოფლო ტერიტორიებზე მიწის დეგრადაციისა და სიღარიბის შემცირების მიზნით” ფარგლებში, წლიური გაფართოებული სამუშაო შეხვედრა გაიმართა, დაინტერესებულ მხარეთა აქტიური მონაწილეობითა და ჩართულობით.
როგორც „კვირას“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიების მსვლელობისას, მონაწილეებმა პროექტის ფარგლებში წარმატებით განხორციელებული აქტივობები და მიღწეული შედეგები შეაჯამეს. შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო საქართველოს კანონპროექტის “ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების შესახებ’’ სამუშაო დოკუმენტის წარდგენასა და განხილვა/დისკუსიას.
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებას ესწრებოდნენ გადაწყვეტილების მიმღები პირები, ეროვნულ და რეგიონულ დონეზე, ასევე, სხვადასხვა აკადემიური სექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეხვედრის მონაწილეებმა გაცვალეს მოსაზრებები და ხედვები პროექტის მიმდინარე თუ დაგეგმილი საქმიანობების თაობაზე და სამომავლოდ, ერთობლივ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები