თბილისში დღეს ერთდროულად ორი აქცია გაიმართება

თბილისში დღეს ერთდროულად ორი აქცია გაიმართება – თავისუფლების მოედანზე „პატრიოტთა ალიანსი” „ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ გამართავს აქციას, ხოლო პარლამენტის შენობის წინ, შვილმოკლული მამების, ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის აქცია გაიმართება, რომელიც ასევე 15:00 საათისთვისაა დაანონსებული.
ხორავას ქუჩაზე მოკლული დათო სარალიძის მამა – ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ ხვალ თემირლან მაჩალიკაშვილის დაბადების დღეა და ეს აქცია სწორედ მის პატივსაცემად იმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები