მაკა ჩიჩუა ფოტოპროექტის, „პატარა თბილისის” პრეზენტაციას დაესწრო

საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, პატარა თომასთან ერთად, ფოტოპროექტის , „პატარა თბილისის” პრეზენტაციას დაესწრო. აღნიშნული პროექტი საქველმოქმედოა და შემოსული თანხა სრულად გადაერიცხება ბავშვთა ჰოსპისს, „ციცინათელების ქვეყანა”. პროექტის ფარგლებში, გამოიცა ფოტოალბომი, რომლის მთავარი გმირები ბავშვები არიან.
მაკა ჩიჩუამ ფოტოალბომში შესული ფოტოების გამოფენა დაათვალიერა და შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა.
„მინდა, მადლობა გადავუხადო პროექტის ავტორებს ნინო ონიანსა და გოგა ჩანადირს, ამ ძალიან კარგი საქმისთვის. გოგა ყოველთვის ჩართულია სხვადასხვა საქველმოქმედო პროექტებში და მუდმივად მზად არის, ხელი გაუმართოს მათ, ვისაც განსაკუთრებული დახმარება სჭირდება.
ორი სიტყვით მინდა ჰოსპისზე გითხრათ. ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც მისი დაარსება გადაწყვიტა ნინო კიკნაძემ და მე სიამოვნებით ჩავერთე ამ პროექტის განხორციელებაში. მიუხედავად იმისა, რომ ჰოსპისის დასახმარებლად, მუდმივად ვაწყობთ სხვადასხვა ღონისძიებებს, მათ ყოველთვის სჭირდებათ კვება, ამიტომ ძალიან მოხარული ვარ, რომ აღნიშული პროექტიდან შემოსული თანხა ჰოსპისს მოხმარდება” ,- აღნიშნა ქვეყნის პირველმა ლედიმ.
ცნობისთვის, ღონისძიებას პროექტში მონაწილე ბავშვები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები