ახალციხეში თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებული ბინები საექსპლუატაციოდ ადგილობრივ თვითმართველობას გადაეცემა

ახალციხეში თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებული საცხოვრებელი ბინები საექსპლუატაციოდ ადგილობრივ თვითმართველობას გადაეცემა
სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილმა ახალციხეში ერთ-ერთ სამხედრო დასახლებაში შეკრებილ მოსახლეობას შეხვდა. მხარის გუბერნატორმა ადგილობრივებს პირადად გააცნო სიახლე, რომლის მიხედვითაც თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებული საცხოვრებელი ბინები საექსპლუატაციოდ ადგილობრივ თვითმართველობას გადაეცემა. ის ადამიანები რომლებიც დღემდე ვერ ახერხებდნენ სამხედრო ბინების საკუთრებაში დარეგისტრირებას, სულ მალე ამ ყველაფერს ადგილობრივ მერიაში გამარტივებული წესით, ერთი ცნობის აღებით შეძლებენ. სამხედრო ბინების მაცხოვრებლებს საკუთარ სახლების პრივატიზება რამდენიმე წლის წინ, ყოფილი თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელის ბრძანების საფუძველზე აეკრძალათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები