მელიქიშვილის გამზირზე, კორპუსის მშენებლობიდან მამაკაცი გადმოვარდა

თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, კორპუსის მშენებლობიდან 30 წლამდე ასაკის მამაკაცი გადმოვარდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანა.
როგორც “კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო-სამშენებლო, ან სხვა სამუშაოების წარმოებისას, უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები