საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი დავით კილასონია 67 წლის ასაკში გარდაიცვალა

საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი, ღირსების ორდენის კავალერი დავით კილასონია 67 წლის ასაკში გარდაიცვალა.
დავით კილასონია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, სახელოვანი ვეტერანი მორაგბე და მწვრთნელი იყო. იგი იყო ახლად შექმნილი ეროვნული ნაკრების პირველი მთავარი მწვრთნელი და საქართველოს „მსოფლიო რაგბიში” გაწევრიანებაც სწორედ მისი დამსახურებაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები