ქუთაისში, 32 წლის ქალი მე-7 სართულიდან გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა

ქუთაისში, ნიკეას დასახლებაში, 32 წლის ქალი საცხოვრებელი კორპუსის მე-7 სართულიდან გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
წინასწარი ინფორმაციით, მომხდარს წინ ოჯახური კონფლიქტი უძღოდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ამ წუთებში, ადგილზე კვლავ სამართალდამცველები რჩებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები